Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში პოლიციამ დააკავა 100-მდე პირი ოპოზიციის მიტინგის შემდეგ


მოსკოვში ოპოზიციის მიტინგის დასრულების შემდეგ დაკავებულია ასამდე პირი. გავრცელებული ცნობებით, პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილმა დაკავებები დაიწყო მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის ნაწილი დაიძრა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ.

ილინკის ქუჩისკენ მსვლელობა ხალხს სცენიდან მოუწოდა ბორის ზოლოტარევსკიმ, რომელიც გამოსვლის შემდეგ მალევე დააკავეს. რუსეთის გვარდიამ და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა გადაკეტა პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიმავალი გზები. იუწყებიან, რომ პოლიცია პროტესტის მონაწილეებს ეძებდა მახლობლად მდებარე კაფე „შოკოლადნიცასა“ და „ჰოტელ ლიუბიანსკიში“.

აქციის მონაწილეების დაკავებები გრძელდება. რადიო თავისუფლება და პროგრამა „ნასტოიაშჩეე ვრემია“ მოსკოვის ცენტრში განვითარებული მოვლენების ონლაინ-ტრანსლაციას ახორციელებენ.

XS
SM
MD
LG