Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ორი წარმომადგენელი დაიღუპა ლიბიაში მომხდარ აფეთქებაში


ანტონიო გუტერეში
ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალურმა-მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო 10 აგვისტოს მომხდარი აფეთქება, რასაც გაეროს ორი თანამშრომელი ემსხვერპლა ლიბიის ქალაქ ბენღაზიში.

გაეროს განცხადებაში მითითებულია ისიც, რომ ინციდენტის შედეგად დაიჭრა გაეროს მისიის სამი წევრი.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოზე, ჩანს ბენღაზის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის წინ ავარდნილი შავი კვამლი გაეროს, სულ მცირე ერთ აფეთქებულ მანქანაზე.

თავდასხმის ფონია მრავალთვიანი შეიარაღებული დაპირისპირება დასავლეთის მიერ აღიარებულ ლიბიის მთავრობასა და მეამბოხე ლიდერ ხალიფა ჰაფთარის არმიას შორის, რომელთა დაზავებას ცდილობს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG