Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დაგმო პუტინის ჩასვლა ოკუპირებულ ყირიმში

ვლადიმირ პუტინი და "ღამის მგლები"
ვლადიმირ პუტინი და "ღამის მგლები"

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაჭრით გააპროტესტა უკრაინის მხარესთან შეუთანხმებლად ვლადიმირ პუტინის ჩასვლა ოკუპირებულ ყირიმში.

10 აგვისტოს ვლადიმირ პუტინი ესტუმრა ოკუპირებულ ყირიმს, სადაც მონაწილეობა მიიღო მოტოკლუბ „ღამის მგლების“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ბაიკ-შოუ „ბაბილონის აჩრდილში.“

„ეს სტუმრობა, ისევე როგორც ყველა წინა, უკრაინის მხარესთან შეუთანხმებლად რუსეთის ხელისუფლების თანამდებობის პირების მოგზაურობა დროებით ოკუპირებულ უკრაინის რეგიონში, წარმოადგენს რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG