ნორვეგიის პოლიცია როგორც შესაძლო ტერაქტს, ისე იძიებს ოსლოს მეჩეთში შაბათს მომხდარ სროლას, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა. პოლიციის წარმომადგენლის მიერ კვირას გაკეთებული განცხადების თანახმად, ეჭვმიტანილი, რომლიც სახელიც არ მჟღავნდება, ულტრამემარჯვენე შეხედულებებს იცავდა და მიგრანტების კრიტიკას ეწეოდა.
დაპატიმრებულია, როგორც იუწყებიან, 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც შეიჭრა მეჩეთში და სროლა ატეხა. თავდამსხმელი მეჩეთში მყოფებმა პოლიციის მოსვლამდე შეიპყრეს. სროლის დროს მეჩეთში იყო მხოლოდ სამი კაცი, აქედან ერთი დაიჭრა.
დღეს მსოფლიოს მუსლიმანები აღნიშნავენ იდ ალ-ადხის (ყურბაინ-ბაირამის) დღესასწაულს.
2019 წელს ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ავსტრალიელმა ბრენტონ ტარანტმა სროლის შედეგად 51 კაცი დახოცა ორ მეჩეთში.