Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“როსკომნადზორი“ მოითხოვს აიკრძალოს არასანქცირებული აქციების რეკლამა „იუტუბზე“


"როსკომნადზორის" საიტის სურათი
"როსკომნადზორის" საიტის სურათი

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „როსკომნადზორი“, რომელსაც ქვეყნის საინფორმაციო სივრცის დაცვაც ევალება, კომპანია „გუგლისაგან“ ითხოვა არასანქცირებული მასობრივი აქციების რეკლამირების აკრძალვას „იუტუბზე“.

„ზოგიერთი სტრუქტურები, ყიდულობენ „იუტუბისგან“ სარეკლამო ინსტრუმენტებს, როგორიცაა „push-შეტყობინებას“, უკანონო მასობრივი აქციების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და ფედერალური თუ რეგიონული არჩევნების ჩაშლის მიზნით“, - ნათქვამია უწყების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ თუ „გუგლი“ არ მოახდენს რეაგირებას, რუსეთის ფედერაცია ამას განიხილავს, როგორ სახელმწიფოს სუვერენულ საქმეებში ჩარევად და დაიტოვებს უფლებას, ადეკვატური რეაქცია მოახდინოს.“

თავის მხრივ რუსეთის ფედერაციის საბჭოში განაცხადეს, რომ ოპოზიციის 10 აგვისტოს მიტინგზე მოსკოვში, აკადემიკოს სახაროვის პროსპექტზე „უცხო ძალებმა „იუტუბის“ ვიდეოჰოსტინგი გამოიყენებს რუსეთის მოქალაქეთა მანიპულაციისა და მათი პროვოცირებისათვის დაერღვიათ კანონი.“

ფედერაციის საბჭოში სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და შიდა საქმეებში ჩარევის თავიდან აცილების დროებითი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კლიმოვი მიიჩნევს, რომ ხალხმა, რომელიც 10 აგვისტოს მივიდა მიტინგზე „უეცრად თავიანთ ელექტრონულ მოწყობილობებზე დაიწყეს წამქეზებლური ხასიათის ინფორმაციის მიღება, რომელიც ღიად მოუწოდებდა მოქალაქეებს დაძრულიყვნენ დაცული ფედერალური ობიექტების მიმართულებით“. რუსი კანონმდებლის თანახმად ეს წარმოადგენს „საზღვარგარეთელ ოპონენტების“ ნამოქმედარს, რაც კანონით ისჯება.

10 აგვისტოს სოლიდარობის დღეზე მთელი რუსეთის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 350 კაცი დააკავეს.

XS
SM
MD
LG