Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ ოცნებისთვის" მის მიერ სატელიტი პარტიების შექმნის ვერსია ოპოზიციის პროპაგანდაა


მამუკა ბახტაძე. 2018 წ.
მამუკა ბახტაძე. 2018 წ.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ თუ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად საჭირო გახდება კოალიციის შექმნა, „ქართული ოცნება“ ითანამშრომლებს იმ ძალებთან, რომლებიც იზიარებენ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანს, და არ ითანაშრომლებს "დამნაშავე ძალასთან."

რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის ვერსიას, რომ 2020 წლის პროპორციული საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ სატელიტ პარტიებს შექმნის, ბახტაძემ თქვა, რომ სტელიტი პარტიები არის იმ ზღაპრების ნაწილი, რის პროპაგანდასაც ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი აკეთებს.

„ერთადერთი, ვიზეც არის დამოკიდებული, ეს არის ქართველი ხალხი, რომელიც გააკეთებს არჩევანს შემდეგი არჩევნების დროს. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ არჩევნებზე ნულოვანი ბარიერით, იმის ალბათობა, რომ კოალიციური მთავრობა შეიძლება იყოს, მნიშვნელოვნად იზრდება. „ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან და მეორე - ჩვენი გუნდისთვის ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატოს სრულფასოვანი წევრი, არის აბსოლუტური პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, მომავალში ჩვენი თანამშროლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ“ - უთხრა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ კოალიციურ გაერთიანებაზე საუბარი დამოკიდებული იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე.

„ჩვენ გვაქვს კოალიციური მართვის გამოცდილებაც, გვაქვს მყარი უმრავლესობით მართვის გამოცდილებაც. რასაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი, საზოგადოება და ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენ პატივს ვცემთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ უკვე არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე“ - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი ინფორმაციით, მომავალი საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და შემოდგომაზე ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება“ მუშაობს „ინოვაციურ და პოზიტიურ დღის წესრიგზე აგებულ“ საარჩევნო პროგრამაზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG