Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ამარტივებს უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცედურას რუსებისათვის


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივების შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც პრეზიდენტის საიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა, უკრაინის მოქალაქეობაზე პრეტენზიის გამოთქმა შეეძლებათ რუსეთის იმ მოქალქეებს, რომლებიც „პოლიტიკური რწმენისთვის იდევნებიან“. გარდა ამისა, უკრაინის პასპორტების მიღება შეეძლებათ უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და დაცვას.

ეს მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ გააფართოვა უკრიანის იმ მოქალაქეთა კატეგორია, რომლებსაც გამარტივებულად შეეძლებათ რუსეთის მოქალაქეობის მიღება. ამჯერად ეს შეეხება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ყველა მცხორვგებს.

მანამდე, 24 აპრილის დადგენილები, პუტინის განკარგულება ვრცელდებოდა მხოლოდ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები ტერიტორიებზე.

სამი თვის განმავლობაში რუსეთის პასპორტები დონბასის 7 ათასმა მცხოვრებმა მიიღო.

უკრაინის ხელისუფლებამ უკანონოდ აღიარა ასეთი პროცედურის შედეგად გაცემული რუსეთის პასპორტები. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს ასევე კანადამ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG