ტელეკომპანია „პირველზე“ განხორციელებული კიბერთავდასხმის შემდეგ, არხი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას მხოლოდ სტუდიიდან ახერხებს. ჯერჯერობით შეუძლებელია სტუდიის გარეთ ჩაწერილი ვიდეომასალების ჩვენება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ მთავარ სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა ე.წ. კრიპტოვირუსის გამოყენებით.
„პირველში“ იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც მთავარი სერვერი თან წაიღო.
ტელეკომპანიაზე კიბერთავდასხმა 13 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა.