Accessibility links

site logo site logo

უეფამ დააჯარიმა სერბეთისა და ბულგარეთის საფეხბურთო გუნდები


უეფამ, (ევროპული ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციამ) დააჯარიმა სერბეთისა და ბულგარეთის საფეხბურთო გუნდები გასული კვირის ევროპის ლიგის ტურნირზე მათი გულშემატკივრების „რასისტული გამოხდომებისთვის“

კერძოდ, სერბეთის „პარტიზანს“ მოუწევს მორიგი ორი ევროპული მატჩის შინ ჩატარება მაყურებლის გარეშე, ნათქვამია უეფას 12 აგვისტოს გადაწყვეტილებაში, ხოლო ბულგარეთის პლოვდივის „ლოკომოტივს“ ნახევრადცარიელ სტადიონზე ჩაატარებს მომდევნო შეხვედრას.

უეფას კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტმა დაავალდებულა „ლოკომოტივი“ დახუროს სპორტკლუბ „ტრიბუნას“ ერთი სექტორი და მასზე გამოკიდოს დიდი ბანერი წარწერით „#EqualGame" უეფას ლოგოტიპით.

ბელგრადის „პარტიზანს“დაეკისრა 24,250 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა გუნდის გულშემატკივრების მიერ „სხვადასხვა საგნების სროლისა და ფოიერვერკისთვის სტადიონზე და კიბეების ბლოკირებისთვის“.

ინცინდენტებს ადგილი ჰქონდა 8 აგვისტოს, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG