Accessibility links

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე მორიგი კიბერთავდასხმა მოხდა უცხო ქვეყნიდან


ჩეხეთის სენატის უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყანა იდგა ბოლო კიბერთავდასხმის უკან, რომლის სამიზნესაცა ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწარმოადგენდა.

სენატის კომიტეტის 13 აგვისტოს განცხადება ეფუძნება ქვეყნის კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოსგან მიღებულ ინფორმაციას. სავარაუდო თავდასხმის უკან მდგარი სახელმწიფოს ვინაობა განცხადებაში არ არის მითითებული.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან ჰამაჩეკმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ თავდასხმით უკვე რამდენიმე თვეა დაკავებული. მაგრამ არც მას და არც კანონმდებლებს სხვა დეტალებზე არ უსაუბრიათ.

მანამდე, ჩეხურმა გამოცემა „Denik N“-მა დაწერა, რომ კიბერთავდასხმას ადგილი ჰქონდა ივნისში. ზუსტი თარიღი მიუთითებლად გაზეთი წერს, რომ თავდასხმა მოდიოდა რუსეთიდან.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახურის (BIS) ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო, რომ რუსეთის სპეცსასმახურები იდგა იმ კიბერთავდასხმის უკან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროზე 2017 წელს განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG