Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი დიპლომატი კიევმა ჯაშუშობაში დაადანაშაულა და გააძევა ქვეყნიდან


უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიიდან გააძევა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატი. უწყების განცხადებაში მას ეწოდება „მზვერავი“, რომელიც „ლვოვში რუსეთის გენერალური საკონსულოს დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედებდა“.

ამტკიცებენ, რომ დიპლომატმა საიდუმლო ინფორმაცია მიიღო 2014 გადაბირებული უკრაინის მოქალაქისგან - სამხედრო პენსიონერისგან.

ინფორმაცია, კერძოდ, შეეხებოდა უკრაინელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეების საქმიანობას, სამართალდამცველ უწყებებს, სპეცსამსახურებს, შეიარაღებულ ძალებს და რეგიონში მყოფ უცხოელ ინსტრუქტორებს. უკრაინელი მოქალაქე ბრალდებულია ჯაშუშობაში და მისი საქმე გადაეცა სასამართლოს.

იუწყებიან, რომ რუსი დიპლომატი გამოაცხადეს პერსონა ნონ გრატად და უკვე დაატოვებინე უკრაინის ტერიტორია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი დიპლომატის გაძევებაზე.

XS
SM
MD
LG