Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ დამატებითი დეტალები წარმოადგინა რუსეთის Su-27-ებთან მომხდარ ინციდენტზე


ნატომ დამატებითი დეტალები წარმოადგინა ბალტიის ზღვაში მომხდარ ინციდენტზე. ალიანსის თანახმად, მისი სამხედრო თვითმფრინავები მიუახლოვდნენ რუსეთის Su-27 გამანადგურებლებს, რომლებიც საფრენი გეგმის გარეშე და გამორთული სარადიოლოკაციო გადამცემებით დაფრინავდნენ.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ორმა Su-27-მა აიძულა, უკან გაბრუნებულიყო ნატოს F-18, მას მერე, რაც ის საერთაშორისო წყლების თავზე მიუახლოვდა თვითმფრინავს, რომელშიც იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.

ნატოს წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის Tu-214, რომელსაც რუსეთის ორი Su-27 ახლდა თან, 13 აგვისტოს შენიშნეს „ბალტიის ზღვის თავზე, ნატოს საჰაერო სივრცის მახლობლად“.
ლუნგესკუს თქმით, Tu-214-ისგან განსხვავებით, რუსეთის ორ სამხედრო თვითმფრინავს არ ჰქონდა ჩართული სარადიოლოკაციო სისტემა. ამის შემდეგ ჰაერში აფრინდა ნატოს ორი სამხედრო თვითმფრინავი, რათა ვიზუალურად ამოეცნოთ ორი გამანადგურებელი.

ლუნგესკუს თქმით, ნატომ არ იცოდა, ვინ იმყოფებოდა Tu-214-ში.

უკანასკნელ ხანებში გახშირდა ნატოსა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს შორის ინციდენტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG