Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მინისტრის მოადგილე დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე


იური ჰრიმჩაკი
იური ჰრიმჩაკი

უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) თანამშრომლებმა დიდი ოდენობით, 480 ათასი დოლარის, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე.

ანტიკორუფიცული უწყების ცნობაში მოხელის ვინაობა მითითებული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ამ პოსტზე 2017 წლის მარტიდან მუშაობს იური ჰრიმჩაკი.


მოგვიანებით, უკრაინის უშიშროების სამინისტრომ დაადასტურა, რომ დაკავებული არიან სწორედ ჰრიმჩაკი და მისი თანაშემწე, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა ქართამის აღების ფაქტზე წაასწრეს.

უშიშროების უწყების მიერ მედიაში გავრცელებული ცნობით, მათ მიერ აღებული თანხა 480 ათასი დოლარი ნაწილია 1,1 მილიონი დოლარის ქრთამისა, რაც ეჭვმიტანილებმა ერთ-ერთ მეწარმისგან მოითხოვეს , რათა „ხელი შეეწყოთ შესაბამისი უფლებამისილებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეებისგან მათთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღებაში.“

სხვა დეტალები ამ დანაშაულზე უცნობია.

ჰრიმჩაკს და მის თანაშემწეს ბრალი უკვე წაუყენებს „დიდი მასშტაბის ორგანიზებულ თაღლითობაში“, რაც 20 წლამდე პატიმრობას და ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG