Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული დააკავა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1994 წელს დაბადებული ვ.გ, რომელიც 8 აგვისტოს, თბილისში თავს დაესხა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ექსპრეს-ფილიალს.

შსს-ს განცხადებით, „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით გაიტაცა დაახლოებით 10 000 ლარი და მიიმალა. სამართალდამცველებმა დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მომხდარიდან რამდენიმე დღეში იგი თბილისში დააკავეს. პოლიციამ ვ.გ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც ბანკის დაყაჩაღების დროს ეცვა, სახლის სხვენიდან კი ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.“

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს ყაჩაღობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით, რომელიც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, წელს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ბანკებზე ყაჩაღური თავდასხმის 4 ფაქტი გაიხსნა, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 8 პირი. კიდევ 3 ფაქტზე საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG