Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინის ელჩი ბრიტანეთში: ჩინეთი „გულხელდაკრეფილი“ არ იქნება, თუ ჰონგ-კონგში კრიზისი გამწვავდა


ჩინელი ჯარისკაცები ჰონგ-კონგის ყურესთან, 15 აგვისტო, 2019 წელი
ჩინელი ჯარისკაცები ჰონგ-კონგის ყურესთან, 15 აგვისტო, 2019 წელი

ჩინეთის ელჩმა ბრიტანეთში გაფრთხილება გამოთქვა, რომ პეკინის მთავრობა „გულხელდაკრეფილი“ არ იჯდება თუ კრიზისი ჰონგ-კონგში კონტროლს აღარ დაექვემდებარა. ჩინეთი მზად არის "ჩაახშოს არეულობა სწრაფად", თქვა ელჩმა ლი სიაომინმა პრესკონფრენციაზე ლონდონში, 15 აგვისტოს. ჩინეთის ტერიტორია ჰონგ-კონგში უკვე ორი თვეა ანტისამთავრობო გამოსვლებია.

ჩინეთის ელჩმა დაადანაშაულა დაუდგენელი „ უცხოეთის ძალები“ ძალადობრივი დემონსტრაციებისკენ წაქეზებაში და ბრალად დასდო დასავლეთის მედიას ჰონგ-კონგის ამბების გაუწონასწორებელი გაშუქება.

ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო პრო-დემოკრატიული გამოსვლებისას მოხდა შეტაკებები პოლიციასთან, ამ კვირაში აეროპორტში აქციებისას შეფერხდა საჰაერო მიმოსვლა.

ჩინეთის მთავრობამ მკაცრად გააკრიტიკა დემონსტრანტები და მათ ქმედებას „ტერორიზმთან მიახლოებული“ უწოდა.


საპროტესტო გამოსვლების მიზეზი ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში სადავო კანოპროექტია, რომელიც ჩინეთისთვის დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების გადაცემას გახდიდა შესაძლებელს.

დემონსტრანტების აზრით, კანონის მიღება მათ ბრიტანული კოლონიის დროინდელ სამართლებრივ დამოუკიდებლობას დააკარგვინებდა და პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლების საფრხეს შეუქმნიდა ეჭვმიტანილებს.

კანონპროექტის განხილვა გააუქმეს, მაგრამ დემონსტრანტებს სურთ, რომ გადადგეს ლამი, რეგიონის მმართველი, გაიმართოს პირდაპირი არჩევნები, დაიშალოს ახლანდელი პარლამენტი და ჩატარდეს პოლიციის, მათი აზრით, სასტიკი ქმედების გამოძიება.
ჰონგ-კონგი ჩინეთის ნაწილია, მაგრამ სხვა რეგიონებთან შედარებით ფართო ავტონომიით სარგებლობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG