Accessibility links

დავით ბაქრაძე გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესის გასაპროტესტებლად ჩავიდა


„სანამ ხელისუფლება დაკავებულია ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით და რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებით, ხედავთ, რომ რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს და მიაქვს უფრო მეტი ქართული მიწა",- განაცხადა სოფელ გუგუტიანთკარში "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მისი აზრით, ააუცილებელია, შეწყდეს დამაზიანებელი შიდა დისკუსია და მთელი რესურსი ოკუპაციის შეჩერებისკენ იქნას მიმართული.

"დღეს გუგუტიანთკარში უნდა იდგეს ყველა - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უზენაესი ინტერესია, დავდგეთ ერთად, რათა ოკუპაცია გავაჩეროთ და ადგილობრივ მოსახლეობას დავეხმაროთ.

„ევროპულ საქართველოს“ ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული საგარეო კონტაქტები აქვს. ჩვენ ყველა კონტაქტს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორების დახმარებით, დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რუსული ოკუპაციის შეჩერებაში. აქ ჩამოსვლა არის ის სიმბოლური ნაბიჯი, რომლითაც გამოვხატავთ, რომ დღეს ყველას საერთო ამოცანა უნდა იყოს ოკუპაციის შეჩერება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან პასუხი გასცა ასევე მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ დასმულ კითხვებს.

„ამ ფონზე გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა იქნება საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა და ის უზარმაზარი ტვირთი „ქართული ოცნების“ კისერზე, რომელიც მთლიანად ჩაძირავს „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ.

დავით ბაქრაძის შეფასებით, გიორგი „გახარიას დანიშვნა პრემიერ-მინისტრად დღეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად დასრულდება და ჩაიძირება."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG