Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში იმართება კომუნისტების მიტინგი და დამოუკიდებელ კანდიდატთა მხარდამჭერი აქციები


მოსკოვის ცენტრში, სახაროვის გამზირზე, დაიწყო რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის მიტინგი პატიოსანი არჩევნებისთვის. აქციისთვის შეტანილია განაცხადი 60 მონაწილისთვის, იმდენივესთვის, რამდენიც მოგროვდა ერთი კვირის წინ იმავე ადგილზე გამართულ მიტინგზე, რომელიც დაურეგისტრირებელმა ლიბერტარიანულმა პარტიამ მოაწყო.

პარალელურად ბულვარის წრეზე დღეს დაიწყება ერთკაციანი პიკეტების სერია მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატებისა და 27 ივლისის არეულობებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილთა მხარდასაჭერად.

ერთკაციანი პიკეტების ხელისუფლებასთან შეთანხმება არ არის სავალდებულო, თუმცა პოლიცია ზოგჯერ აკავებს მათ მონაწილეებს და საამისოდ სხვა მიზეზებს ასახელებს ხოლმე.

მოსკოვის ცენტრში ივლისიდან მოყოლებული გრძელდება ოპოზიციის აქციები მოსკოვის დუმის არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატთა დაშვების მოთხოვნით. 27 ივლისის აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობების ბრალდებით. ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს უფლებადამცველებმა და პოლიტიკურმა ექსპერტებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG