Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: წეროვანში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს წეროვანში დაათვალიერა სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა. კომპლექსი განკუთვნილია სამხედრო პირებისთვის და მათ საშუალებას მისცემს მკურნალობა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წეროვანში განაცხადა, ცენტრში გრძელვადიანი რეაბილიტაციის საშუალება ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს:

„ეს იქნება მსგავსი სტანდარტით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთადერთი ცენტრი ჩვენს რეგიონში და მსურს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ჩვენ ამ ცენტრის მშენებლობა შარშან ზაფხულში დავაანონსეთ და ის წლის ბოლომდე დასრულდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენობა აღჭურვილი იქნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზითა და შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს დაეხმარება, როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც. ცენტრში განთავსებული იქნება მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG