ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის ქვეყნების მისიებთან შეთანხმებით, აქვეყნებს განცხადებას, რომელიც სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალის მიერ ღობის აღმართვას ეხება:
"რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ქმედების შეწყვეტას და ყველა შესაბამისი მხარის მიერ კომუნიკაციის არსებული მექანიზმების - ცხელი ხაზისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აქტიურად გამოყენებას".
ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს სახელმწიფოთა ამ გაერთიანების ჩართულობას საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების საქმეში და კიდევ ერთხელ აცხადებს:
"ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".