Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვს


„განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად“, - ასეთ შეფასებას აძლევს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი პროკურატურის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს გამოძიება ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე.

სერგო რატიანის თქმით, "ევროპული საქართველო" მოითხოვს, შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა დღე, რომ ხელისუფლება არ აწარმოებდეს პოლიტიკური ინტერესით გაჯერებულ დევნას იმ ოპონენტების წინააღმდეგ, რომლებიც სახელმწიფოსგან განსხვავებულ პოლიტიკურ ინტერესსა თუ მოსაზრებას გამოხატავენ, იქნება ეს „რუსთავი ორის“ დახურვა, „თიბისის” დამფუძნებლების წინააღმდეგ 11 წლისწინანდელი ქმედების გამო საქმის აღძვრა თუ ბოლოდროინდელი მოვლენები „ტვ პირველის“ დამფუძნებელთან დაკავშირებით. აშკარად იკვეთება ერთი დამოკიდებულება, რომ ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია პოლიტიკური ინტერესის საგანი ხდება და მასზე სახელმწიფო მყისიერ რეაგირებს იწყებს“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი.

23 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, რადგან ჩატარებულმა გამოძიებამ არ დაადასტურა სკოლაში ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობა, ასევე, ფაქტი, რომ სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული.

სერგო რატიანის შეფასებით, პროკურატურის გადაწვეტილება პირდაპირი ასახვაა იმ პოლიტიზირებული სიტუაციისა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშია შექმნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG