Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბამ აღიარა, რომ ე.წ. არჩევნებში საუკეთესო შედეგი ვერ აჩვენა


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ 25 აგვისტოს ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ლიდერობს, მაგრამ არა საუკეთესო შედეგით.

„ახლა ჩვენი ამოცანაა მეორე ტურისთვის მზადება“ - განუცხადა მხარდამჭერებს ხაჯიმბამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პირველ ტურში ხმების 26%-ზე მეტით ლიდერობს. ხაჯიმბას თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, კიდევ ვინ გავა მეორე ტურში.

ოპოზიციური პარტიის, „ამცახარის“ შტაბში ირწმუნებიან, რომ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბასთან ერთად გადის პარტიის ლიდერი ალხას კვიცინია. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, კვიცინიას და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ოლეგ არშბას ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა აქვთ.

ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო პირველსავე ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმები - 50%-ზე მეტი. საქართველოს მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებულ ე.წ. არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG