Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს აპატურაი: ნატო არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს


ნატო არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს; ნატო დამოუკიდებელ ქვეყნებად არ აღიარებს საქართველოს რეგიონებს, - 26 აგვისტოს ამ შინაარსის ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ.

„ნატო არ აღიარებს ე.წ. არჩევნებს, რომელიც საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში ჩატარდა. ნატოელი მოკავშირეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“, - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG