Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარი ჩააქრეს


ახალსოფლის მთის ფერდობზე ხანძარი 24 აგვისტოს გაჩნდა
ახალსოფლის მთის ფერდობზე ხანძარი 24 აგვისტოს გაჩნდა

სრულად ლიკვიდირებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მთის ფერდობზე 24 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ 28 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, რთული რელიეფის და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხანძრის ლოკალიზება 25 აგვისტოს მოხერხდა, სრულად ჩაქრობას კი, თითქმის ხუთი დღე დასჭირდა.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად ოპერაციაში მონაწილეობდა სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ვერტმფრენებმა საერთო ჯამში, 191 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის ღია კერებს 382 ტონა წყალი დაასხეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება 40-მდე მეხანძრე-მაშველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG