Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე: პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი


საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს, ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი ბოლო გზაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, რომ ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ. ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე“, - განაცხადა 28 აგვისტოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზეიმო წირვაზე და საქართველოს მოქალაქეებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

მისი სიტყვებით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია - ქართველმა ადამიანმა, ილია მეორის თქმით, გაითავისა, რომ „ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა“:

როცა ვფიქრობთ ამის შესახებ, უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, რა უნდა ვაკეთოთ, რა არ უნდა ვაკეთოთ, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთღმერთი, სამშობლო და ადამიანი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ამ გრძნობითა და შეგრძნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი“.

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG