Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშაობას შეუდგა ახლადარჩეული "ვერხოვნა რადა"


29 აგვისტოს კიევში გაიხსნა მეცხრე მოწვევის „ვერხოვნა რადას“ პირველი სესია, რომლის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობს ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სხდომას ესწრებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები.

ახლადარჩეულმა დეპუტატებმა წარმოთქვეს საზეიმო ფიცი, რის შემდეგაც საკანომდებლო ორგანოს სპიკერმა, ანდრეი პარუბიმ გამოაცხადა შესვენება.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა, გაავრცელა ვიდეომიმართვა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მოელიან, რომ დღესვე „ვერხოვნა რადა“ აირჩევს ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს. უკრაინული მედია ამ პოსტს უწინასწარმეტყეველებს ზელენსკის თანაგუნდელ ალექსანდრ დანილიუკს, რომელიც ამჟამად პრეზიდენტთან არსებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG