Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა 35 წლის იურისტი ოლექსი ჰონჩარუკი


ოლექსი ჰონჩარუკი
ოლექსი ჰონჩარუკი

უკრაინის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა 35 წლის იურისტი ოლექსი ჰონჩარუკი. ჰონჩარუკის კანდიდატურა 29 აგვისტოს, უკრაინის ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის პირველ დღეს, წარუდგინა ვერხოვნა რადას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც დადგენილების პროექტშია ნათქვამი, ჰონჩარუკის კანდიდატურა წამოაყენა ზელენსკის ფრაქცია „ხალხის მსახურმა“. მას პარლამენტში უმრავლესობა მოეპოვება და, კონსტიტუციის მიხედვით, მმართველი კოალიციის ფუნქციას ასრულებს. პარლამენტში "ხალხის მსახურის" ფრაქციას უხელმძღვანელებს დავით არახამია.

მანამდე გადადგა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვოლოდიმირ ჰროისმანის კაბინეტი.

ჰონჩარუკი 35 წლისაა. მას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. განათლებით იურისტია. 2013-2014 წლებში მაიდნის მონაწილეებს ეხმარებოდა საკუთარი უფლებების დაცვაში. 2015 წელს ის ხელმძღვანელობდა ეფექტური რეაგირების ანალიტიკურ ცენტრ BRDO-ს. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, მუშაობს წინადადებებზე, რომლებიც ეკონომიკაში სახელმწიფო რეგულირების სისტემის გამარტივებისკენაა მიმართული.

უკრაინის პარლამენტმა აირჩია ახალი თავმჯდომარეც. უმაღლესი რადის სპიკერი გახდა პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დმიტრი რაზუმკოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG