Accessibility links

ჩორჩანის გარშემო შექმნილი ვითარების გამო ტექნიკური შეხვედრა ოკუპირებულ წნელისთან ტარდება


საოკუპაციო ხაზი ჩორჩანასა და წნელისს შორის

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, სპეციალური ტექნიკური შეხვედრა ჩორჩანასთან მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან დაინიშნა. ამის შესახებ ჩორჩანიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპოდნენტი.

რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩორჩანიდან წნელისისკენ ჯერ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი წავიდნენ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვა, რომ 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე აიღოს ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგო.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა და იქ პოლიციის საგუშაგო განათავსა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG