Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული სამხედრო ძალა ავღანეთში სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც დარჩება


დონალდ ტრამპი და ჯონ ბოლტონი
დონალდ ტრამპი და ჯონ ბოლტონი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეინარჩუნებს სამხედრო ძალას ავღანეთში მას შემდეგაც, თუ მიღწეული იქნება სამშვიდობო შეთანხმება თალიბანთან. 29 აგვისტოს „ფოქს ნიუსთან“ რადიოინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო ქვედანაყოფის რაოდენობა შემცირდება 8600 კაცამდე, მაგრამ ამერიკული სამხედრო ძალა ავღანეთში ყოველთვის იქნება წარმოდგენილი. ამ კონტექსტში დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა „მაღალი დონის დაზვერვაზე“.

აშშ და თალიბანი დიდი ხანია აწარმოებენ მოლაპარაკებას ავღანეთში მიმდინარე 18-წლიანი კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზებზე.

2014 წლიდან, რაც ავღანეთში დასრულდა საერთაშორისო ძალების საბრძოლო ოპერაცია, ვაშინგტონმა 14 ათას ჯარისკაცამდე შეამცირა სამხედრო ძალის რაოდენობა, რომელიც ძირითადად სამთავრობო ჯარების წვრთნისა და კონსულტაციის მისიას ასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG