Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაძლიერებასა და ერთობლივ მიზნებზე ისაუბრეს. ორი პრეზიდენტის შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიიპატიჟა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას მსგავსი გამოწვევები და მიზნები აქვთ და მათი გადაჭრის გზები ერთად უნდა ეძებონ.

საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან დაახლოებას და გლობალურ საფრთხეებს.

სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG