Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში აქტივისტები აპროტესტებენ ქიმიური ტერმინალის მშენებლობას


31 აგვისტოს ბათუმში, ქალაქის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. მათ აჭარის მთავრობის შენობის წინ კარავი გაშალეს და აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ, ვიდრე ბათუმის პორტში მიმდინარე ქიმიური ტერმინალის მშენებლობა არ შეჩერდება.

აქციის მონაწილეების პროტესტს ის გარემოება იწვევს, რომ პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალიშენდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე. მშენებლობის ნებართვა ქალაქის მერიამ 2019 წლის 12 მარტს, მოქალაქეთა ჯგუფის პროტესტის ფონზე გასცა. ბათუმელების ნაწილი ეკოლოგიურ საფრთხეებს ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ ქალაქის ცენტრში, დასახლებულ პუნქტთან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მიმდინარე მშენებლობა მავნებელი იქნება ტურისტული ქალაქისთვის.

„ეს ბათუმისთვის მიუღებელი პროექტია. ქიმიური ტერმინალი ტურისტული ქალაქის ცენტრში, საქართველოს მწვანე დედაქალაქის შუაგულში, დასახლებული პუნქტიდან 52 მეტრში, არის დამღუპველი. გარემოზოს დაცვაზე თვალი დაიხუჭა და ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა, რომ მომზადებულიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უგულვებელყვეს. მოვითხოვთ კატეგორიულად, შეჩერდეს ქიმიური ტერმინალის მშენებლობა. ხოლო იმისთვის რაც გაკეთდა, მეშვიდე ნავმისადგომის გასამაგრებისთვის, გადაუხადონ ინვესტორს კონპენსაცია და ტერმინალის მშენებლობა გაჩერდეს“ - უთხრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ზაალ ლუხუტაშვილმა, მოძრაობა „მწვანე მომავალი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა და საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა.

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა მიმდინარე წლის იანვარში. ხელშეკრულება გაფორმდა ამერიკულ კორპორაცია Trammo-სა და Wondernet Exspress -ს შორი შორის. ბათუმის პორტში ერთობლივი ინვესტიციის განხორციელებას სწორედ ეს ორი კორპორაცია აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG