Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში შეხვედრა დაინიშნა


ერგნეთი
ერგნეთი

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დაინიშნა.

ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით, საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა 14 საათზე უნდა დაიწყოს.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აგვისტოს ბოლოს, საქართველოს შსს-მ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგო განათავსა. საპასუხოდ, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების კონცენტრაცია.

29 აგვისტოს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პოლიციის საგუშაგოს აღება მოითხოვეს.

30 აგვისტოს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობით, მხარეებმა ტექნიკური შეხვედრა წნელისთან გამართეს. ამ შეხვედრაზე რაიმე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა და იქ პოლიციის საგუშაგო განათავსა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG