Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან განცხადება ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.

„2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო. განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისთვის შევასრულე“, - წერს ბახტაძე.

მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, რომ რჩება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად და ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად: "მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს".

მამუკა ბახტაძე საქართველოს მთავრობას 2018 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. ის "ქართული ოცნების" მთავრობაში იყო რიგით მეოთხე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG