თითქმის ორმოცდღიანი პატიმრობის შემდეგ საგამოძიებო იზოლატორი დატოვა რუსმა ოპოზიციონერმა დმიტრი გუდკოვმა, რომელიც მოსკოვის მუნიციპალურ არჩევნებში დაურეგისტრირებელი კანდიდატია.
იგი დააკავეს 27 ივლისს, მოსკოვის ცენტრში გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქციის დროს. ჯერ 30 დღე-ღამით, შემდეგ კი 10 დღე დაუმატეს, ამჯერად სხვა აქციაში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული მოწოდების გამო.
იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ გუდკოვმა განაცხადა, რომ მის მთავარ ამოცანას საპატიმროდან სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება წარმოადგენს
გუდკოვი ერთ-ერთია იმ ათობით დამოუკიდებელ კანდიდატს შორის, რომელიც საარჩევნო კომისიამ არ დაუშვა მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი მოსკოვში, სადაც ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციების შედეგად პოლიციის მიერ დაკავებულ რამდენიმე კანდიდატს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ამჟამად პატიმრობაში იმყოფება ილია იაშინი, რომელიც ზედიზედ მეხუთე ადმინისტრაციულ სასჯელს იხდის.