Accessibility links

ბიძინა გეგიძემ უმრავლესობიდან გარიცხვის თაობაზე მედიიდან შეიტყო


საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ბიძინა გეგიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ მედიიდან შეიტყო, გვიან ღამით კი უმრავლესობის აპარატიდან აპლიკაცია "whatsapp-ში" მიიღო შეტყობინება.

გეგიძის აზრით გარიცხვის მთავარი მიზეზი მისი პოზიცია გახდა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს უკავშირდება.

“ეს არის მთავარი მიზეზი, რადგან ეროვნული ინტერესების რანგში დავაყენე სასამართლო რეფორმის თემა ჯერ კიდევ ცხრა თვის წინ. ახლა იუსტიციის საბჭოს პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი საბოლოო პროდუქტი სიის სახით პარლამენტში უნდა შემოვიდეს. მე რასაც ვუყურებ, ამ პროცესმა ჩემში ნდობა და ოპტიმიზმი არ გამოიწვია, რომ მე სიას მხარი დავუჭირო. “ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

როგორი ფორმით მოხდა გარიცხვა მე ამაზე შეფასებას არ გავაკეთებ თავად საზოგადოებამ განსაჯოს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ დღეს ჩავატარე ბოლო სხდომა, ამ პზიციას ამიერიდან ირაკლი აბუსერიძე დაიკავებს.

მე განვაგრძობ პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც ვაკის მაჟორიტარი და საზოგადოება შეაფასებს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის საქმიანობას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამომრჩეველია.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატ ბიძინა გეგიძის გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა უმრავლესობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG