Accessibility links

პარლამენტის შენობაში არ უშვებენ აქცია “სირცხვილიას” წევრებს - საშვთა ბიურო გათიშულია


პარლამენტის შენობაში დაცვის წევრები აქტივისტებს შენობაში შესვლაზე უარს ეუბნებიან. მათი თქმით, დღეს საშვთა ბიურო გათიშულია და შენობაში შესვლა მხოლოდ თანამშრომლებისთვის არის შესაძლებელი. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ აქვთ საშვები პარლამენტში მოსახვედრად, მაგრამ დაცვა გზას უკეტავს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა პარლამენტის საშვთა ბიუროს თანამშრომლებს, რომლებმაც ვერ დაგვიდასტურეს ინფორმაცია საშვთა ბიუროს მუშაობის შეფერხებასთან დაკავშირებით, თუმცა შეგვპირდნენ, რომ ვითარებას გაარკვევდნენ. რამდენიმე წუთში მათ გვითხრეს, რომ "პროგრამამ მართლაც გაჭედა" და შეუძლებელია იმის თქმა, როდის გააგრძელებს ფუნქციონირებას ან ასეთ შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე სხვა გზა იმ მოქალაქეების პარლამენტში მოსახვედრად, ვისაც საშვი აღებული აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG