Accessibility links

site logo site logo

სერგეი გავრილოვი: ახალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს


რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომსაქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს.

დეპუტატმა საქართველოში პრემიერ-მინისტრის ცვლილების შეფასებისას აღნიშნა ისიც, რომ ივნისის დარბევისას გიორგი გახარია ხისტი პოზიციით იყო გამორჩეული.

„საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“, - აღნიშნა გავრილოვმა, რომლის აზრითაც ეს არის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა.

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში იყო ჩამოსული. ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარებისას გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის ვიზიტის გამო პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც 21 ივნისს პოლიციამ ძალის, რეზინის ტვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება, რომლის მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 3 ნოემბერს პრემიერ-მინისტრობის კადიდატად წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG