Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრინიცის 29-ე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი დაიწყო


კრინიცის ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი პავილიონი. 2018 წ.
კრინიცის ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი პავილიონი. 2018 წ.

პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში დაიწყო ყოველწლიური, პოლონეთის „დავოსად“ წოდებული, რიგით 29-ე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი. წელს ფორუმის თემაა: ხვალინდელი ევროპა “ძლიერი” - რას ნიშნავს ეს?

3 სექტემბერს კრინიცა-ზდრუიში ევროპის მომავლისა და ევროპის ქვეყნების მთავრობების მთავარი გამოწვევების განსახილველად 5 ათასზე მეტი მონაწილე შეიკრიბა. მათ შორის არიან ქვეყნების მეთაურები, მინისტრები, ექსპერტები, ბიზნესმენები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.

წლევანდელი ფორუმის პროგრამა მოიცავს 5 პლენარულ სხდომასა და 200-ზე მეტ სადისკუსიო პანელს სხვადასხვა თემატურ საკითხზე. მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ბიზნესი და მართვა, ინვესტიციები და განვითარება, ევროპა და მსოფლიო, ახალი ეკონომიკა, სახელმწიფო და რეფორმები, საერთაშორისო პოლიტიკა, უსაფრთხოება, ენერგეტიკა და ინოვაციები.

მათ განხილვასა და დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.

კრინიცის ეკონომიკური ფორუმი 1991 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მისი ორგანიზატორია ვარშავაში დაფუძნებული „აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტი“, მალოპოლსკის სავოევოდოსა და ქალაქ კრინიცა-ზდრუისთან ერთად. ამ ხნის განმავლობაში ფორუმი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური, ბიზნეს და აკადემიური წრეების ტრადიციული შეხვედრების ადგილი გახდა. კრინიცის 29-ე ეკონომიკური ფორუმი 5 სექტემბერს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG