Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი ამერიკელი ელჩები შეცდომად მიიჩნევენ ავღანეთიდან ნაჩქარევ გასვლას


ჯეიმს დობინსი, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი პაკისტანისა და ავღანეთის საკითხებში. ქაბული, 2014 წლის 22 ივლისი
ჯეიმს დობინსი, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი პაკისტანისა და ავღანეთის საკითხებში. ქაბული, 2014 წლის 22 ივლისი

აშშ-ის 9 ყოფილი ელჩი შიშობს, რომ ავღანეთი შესაძლოა "ტოტალურმა სამოქალაქო ომმა" მოიცვას ქვეყნიდან ამერიკული ჯარების ნაჩქარევი გაყვანის შედეგად მანამ, ვიდრე "რეალური" შეთანხმება არ გაფორმდება თალიბებთან ქაბულის ხელისუფლების მონაწილეობით.

"ჯარის მნიშვნელოვანი გაყვანა უნდა იყოს განპირობებული საბოლოოდ მშვიდობით, უნდა მოსდევდეს რეალურ სამშვიდობო შეთანხმებას და წინ არ უნდა უსწრებდეს მას", - ნათქვამია ყოფილი დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ანალიტიკურმა ორგანიზაცია ატლანტიკურმა საბჭომ 3 სექტემბერს გაავრცელა.

" თავდაპირველი შემცირება პირადი შემადგენლობის არ უნდა წავიდეს ისე ღრმად და არ უნდა მოხდეს ისე სწრაფად, რომ თალიბებმა იფიქრონ, რომ მათ შეუძლიათ გამარჯვების მიღწევა", - აცხადებენ ყოფილი ელჩები.

ყოფილი დიპლომატების შეშფოთების ფონია ამერიკელი დიპლომატის, თალიბებთან მოლაპარაკებებში ვაშინგტონის წარგზავნილის ზალმაი ხალილზადის განცხადება, რომ მხარეებმა "პრინციპში" მიაღწიეს შეთანხმებას, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას 18 წლიან ომს ავღანეთში.

მეორე მხრივ კი თალიბები აგრძელებენ თავდასხმებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებსა და სამოქალაქო ობიექტებზე.

2 სექტემბერს ქაბულის "მწვანე ზონის" მახლობლად მომხდარი აფეთქებისა და თავდასხმის შემდეგ სულ მცირე 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 110-დაიჭრა.

XS
SM
MD
LG