Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულის


ირაკლი ღრაიბაშვილი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის ოცნება საქართველოში სამხედრო მრეწველობის აღორძინება და განვითარებაა.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას.

„ჩვენ გავქვს უდიდესი გამოწვევა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიის ოცი პროცენტი არის ოკუპირებული. ეს არის რა თქმა უნდა, პირველი კატეგორიის გამოწვევა. ამ ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ჯარის გაძლიერება ვინმეს წინააღმდეგ არის მიმართული“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ყოველწლიურად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო შეიძლება რამდენიმე ათეულ მილიონს ხარჯავდეს თუნდაც ტყვია-წამლის შესაძენად. ღარიბაშვილის თქმით, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობისას ჰქონდა საქართველოში ტყვიის საწარმოს მშენებლობის პროექტი.

„ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ და დავიწყოთ დღესვე. და რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG