Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ირანზე ზეწოლას აძლიერებს სანქციებით და 15 მილიარდი დოლარის ჯილდოთი


აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სტივენ მნუჩინი
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სტივენ მნუჩინი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტრომ 4 სექტემბერს გააძლიერეს ზეწოლა ირანზე, დამატებითი სანქციებით და ფულადი ჯილდოთი რეალური ინფორმაციისთვის, მათი თქმით, თეირანის "ნავთობი ტერორისთვის" ქსელის შესახებ.

სანქციები გავრცელდა 25-ზე მეტ უწყებაზე და 11 ხომალდზე. ფინანსთა სამინისტროს თქმით, ისინი არიან ნაწილი ქსელისა, რომელსაც ხელმძღვანელობს და რომელიც ფინანსურად აძლიერებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა საგარეო განაყოფს, ყუდსების ძალებს, და ჰესბოლას, ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ ჯგუფს ლიბანში.

"ამ ქსელს გადაზიდული აქვს ასობით მილიონი დოლარის ღირებულების უკანონო ნავთობი. ამ ფულს ტერორიზმის დასაფინანსებლად იყენებენ" - განაცხადა ირანის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ბრაიან ჰუკმა, 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, მხოლოდ გაზაფხულზე ქსელმა "გამოიყენა ათზე მეტი ხომალდი, რათა გადაეზიდა თითქმის ნედლი ნავთობის თითქმის 10 მილიონი ბარელი, ძირითადად სირიის რეჟიმისთვის. ეს გადაზიდვები, კოლექტიურად, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტს უდრის".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG