Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: 20 ივნისის სპეცოპერაციას ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ადვილია


თა წულუკიანი
თა წულუკიანი

„გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებმა შეძლეს, რომ პარლამენტზე თავდასხმა და ამ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტში უკანონო შემოჭრა თავიდან აეცილებინათ“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ.

თეა წულუკიანის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებმა 20 ივნისს ქვეყანას ქაოსი და მოვლენების უკანონო განვითარება აარიდეს. რაც შეეხება ხარვეზებს, თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ხარვეზები იყო, თუმცა პოსტფაქტუმ ამაზე საუბარი ყველასთვის ადვილია:

„მე არასოდეს ვყოფილვარ შინაგან საქმეთა მინისტრი არ შეიძლება რომ მინდოდეს გავაკეთო ისეთი განცხადებები, რომლებსაც ქართულად ვეძახით ხოლმე „სხვა სხვის ომში ბრძენიაო“. რადგან არ მაქვს ამ სიბრძნეზე არავითარი პრეტენზია. რა თქმა უნდა როდესაც სპეცოპერაცია ტარდება, არ არსებობს ჩემი გადასახედიდან სპეცოპერაცია, რომელსაც არ ჰქონდეს ხარვეზები. ასეთი უბრალოდ არც ერთ ქვეყანაში და ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ფარგლებში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 5 სექტემბერს მთავრობის წევრობის 4 კანდიდატი-თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ღარიბაშვილი და ქეთევან ციხელაშვილი - წარსდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG