Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია კახეთში - მევენახეები ყურძენზე ფასის გაზრდას ითხოვენ


აქციის მონაწილე მევენახეებს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
აქციის მონაწილე მევენახეებს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

ყვარლის ოთხი სოფლის მოსახლეობის ნაწილმა დღეს ყურძენზე დაბალი ფასი გააპროტესტა და ხელისუფლებისგან ღვინის კომპანიებთან შუამდგომლობა მოითხოვა.

ახალსოფლის, გავაზის, ჭიკაანისა და ზინობიანის მოსახლეობის ნაწილი ახალსოფლის ცენტრში შეიკრიბა. როგორც აქციაზე მევენახეებმა განაცხადეს, „1 კილოგრამი რქაწითლის ჯიშის ყურძნის ფასი დღეს 70 თეთრია, რაც მიზერულია და ღირებულება 1 ლარამდე უნდა გაიზარდოს“.

მევენახეებმა ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბური აქციებით დაემუქრნენ.

აქციის მონაწილე მევენახეებს შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რთვლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა. ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამ თემაზე მხარეებს შორის დიალოგი დღესვე დაიწყება.

წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამუშავების პროცესში 23 ღვინის საწარმოა ჩართული. რთვლის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი 160 კომპანიაა დარეგისტრირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG