Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, მას ეკრძალება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე ქვეყნიდან გასვლა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ზურაბ იაშვილის გარდა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას და ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას წაუყენა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 30 სექტემბერს, 14:00 საათზე დაინიშნა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას სხვა ეპიზოდზე უკვე შეფარდებული აქვს 40 ათასი ლარის გადახდა გირაოს სახით. ასევე, აეკრძალა საგამოძიებო უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.

გვარამიას თქმით, გირაოს გადახდის ვადა ორ დღეში იწურება, თუმცა ის გადახდას არ აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG