Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგიჩაიშვილი გახარიას: თქვენი დღის წესრიგი მიბმულია „ნაციონალურ მოძრაობაზე“


ლევან გოგიჩაიშვილი
ლევან გოგიჩაიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წევრების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ უარი თქვა პლენარულ სხდომამდე შეხვედროდა და მათი შეკითხვებისთვის ეპასუხა.

„სალომე სამადაშვილთან და თინათინ ბოკუჩავასთან ბაქიბუქს ჯობდა ჩვენ შეგვხვედროდი და რეალურ კითხვებზე პასუხი გაგეცა. და ეს კომფორტი აღარ გექნებოდათ, რა კომფორტსაც იქმნით „ნაციონალურ მოძრაობასთან.“ თქვენ ვერ გექნებათ პოზიტიური დღის წესრიგი, გამორიცხულია, იმიტომ, რომ თქვენი დღის წესრიგი მიბმულია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და როცა აღარ იქნება „ნაციონალური მოძრაობა,“ თქვენც შეთხელდებით ელექტორული თვალსაზრისით“ - მიმართა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე, პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატების მოსმენები გაიმართა მხოლოდ კომიტეტებსა და ფრაქციებში.

XS
SM
MD
LG