Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთის ხელმძღვანელად რესპუბლიკის ყოფილი პროკურორი აირჩიეს


მაჰმუდ-ალი კალიმატოვი
მაჰმუდ-ალი კალიმატოვი

ინგუშეთის ახალ მეთაურად ადგილობრივმა კანონმდებლებმა აირჩიეს ყოფილი პროკურორი მაჰმუდ-ალი კალიმატოვი, მის კანდიდატურას, ფარულ კენჭისყრაზე, მხარი დაუჭირა 32-კაციანი სახალხო კრების უმრავლესობამ - 28 კაცმა.

რუსეთში 8 სექტემბერს ერთიანი არჩევნების დღეა, რომლის დროსაც ფედერალური და მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებს, ასევე მერებსა და გუბერნატორებს ირჩევენ. რიგ შემთხვევაში არჩევნები არაპირდაპირ, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრების კენჭისყრით ტარდება.

ინგუშეთის ახალი ლიდერი, მაჰმუდ-ალი კალიმატოვი, 2004-2007 წლებში მუშაობდა რეგიონის მთავარი პროკურორის პოსტზე. იქიდან გადაიყვანეს სამარის ოლქში, სადაც სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG