Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი არ ცნობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სეპარატისტულ აფხაზეთში


დიპლომატები ცხინვალის კონფლიქტის ზონაში
დიპლომატები ცხინვალის კონფლიქტის ზონაში

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“ და არ ცნობს „კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც 25 აგვისტოს, ე.წ. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა, ხოლო 8 სექტემბერს მეორე რაუნდი იმართება“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის, ჟან-კრისტოფ ბელიარდის მიერ, კავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატი 8 სექტემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სოფელ გუგუტიანთკარში და საკუთარი თვალით იხილა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ახორციელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG