Accessibility links

კახა კალაძე: „დოიჩე ველემ“ გიორგი გახარიაზე შეკვეთილი სტატია გამოაქვეყნა


კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, „დოიჩე ველემ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე შეკვეთილი სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალისტებთან კომენტარში კახა კალაძემ განაცხადა, რომ ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას მას სტატიის შინაარსი აძლევს:

ეს იყო შეკვეთილი სტატია. ეს აშკარა არის. ეს იკვეთება იმ შინაარსისგან, რაც არის მიწოდებული, თუმცა, შემდეგ მოხდა მათი მხრიდან განმარტებები.

ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები, ეს პირველი არ არის და ალბათ არც უკანასკნელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ დაუჭირა მხარი, წერდა „დოიჩე ველე“ 9 სექტემბერს.

ქართველმა კანონმდებლებმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია. ის ცნობილია ანტისამთავრობო დემონსტრაციის სასტიკი დარბევით. აქციის მონაწილეები უმეტესად ახალგაზრდები იყვნენ“, - წერდა გერმანული საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებელი „დოიჩე ველე“. სტატიით იგი გამოეხმაურა 8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში გამართულ კენჭისყრას, სადაც საქართველოს მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა დაამტკიცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG