Accessibility links

კიევში გაიმართა პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან


ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტის სავარძელში

უკრაინული მედიის თანახმად, ოლიგარქი იგორ კოლომოისკი პრეზიდენტის სასახლეში, ბანკოვაიაზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის წარმართვის საკითხები უკრაინაში და ასევე ისაუბრეს ენერგეტიკულ სფეროზე.

მანამდე 20 ივნისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომ შეხვდა სამ უკრაინელ ოლიგარქს: რინატ ახმეტოვს, იგორ კოლომოისკის და ვიქტორ პინჩუკს და მიაღწია მათთან გარკვეულ შეთანხმებებს.

საპრეზიდენტო კამპანიის წინ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, თავის მეტოქეს, ვლადიმირ ზელენსკის, უწოდა „კოლომოისკის მარიონეტკა“. პასუხად ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლიგარქთან მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG