Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დააპატიმრეს ავსტრალიის სამი მოქალაქე


ავსტრალიის მთავრობამ 11 სექტემბერს დაადასტურა ცნობები, რომ ირანში დააკავეს ავსტრალიის სამი მოქალაქე, რომელთაგან ორი ორმაგ მოქალაქეობას ფლობს, და დაკავებულთა ოჯახებს დახმარებას აწვდიან.

პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს დამატებითი ცნობები არ გაუცია.

ავსტრალიის და ბრიტანეთის მედიაში გავრცელებული ცნობებით, ეს სამი პირი უკვე გარკვეული დროა პატიმრობაში იმყოფება ირანში. ავსტრალიის მაუწყებელი, ABC ამბობს, რომ ბრიტანეთის და ავსტრალიის ორმაგი მოქალაქე ქალი თითქმის ერთი წელია ციხეშია, ხოლო წყვილი - ბრიტანეთის და ავსტრალიის მოქალაქე და მისი ავსტრალიელი ბოიფრენდი - დაახლოებით 10 კვირის წინ დააკავეს. ბრიტანეთში გამომავალი გაზეთი "ტაიმსი" ამბობს, რომ ბრიტანეთის და ავსტრალიის მოქალაქე ქალი აკადემიის სფეროს წარმომადგენელია და მას 10 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა, თუმცა სხვა მედიასაშუალებების თანახმად, მისი ბრალდება უცნობია.

ათი წლით პატიმრობას ირანში ხშირად უსჯიან ჯაშუშობაში დადანაშაულებულ პირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG