Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს-თა ახალმა მინისტრმა პირველი შეხვედრა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართა


შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა დაიწყო შეერთებულ შტატებში 18 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტზე საუბრით და ამერიკელი ხალხის მიმართ სამძიმრით.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელიზაბეთ რუდმა შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო და კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მხარეებმა ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში აშშ-ის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე. ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაგრძელება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის პრევენციისა და საზღვრის დაცვის სფეროებში.

XS
SM
MD
LG